,,ვეფხისტყაოსანი“
გეოგრაფიის გაკვეთილზე
ვლადიმერ გოგიბერიძე
საქართველოს სსრ ი.გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური საზოგადოება
თბილისის უნივერსიტეტის
გამომცემლობა
თბილისი
1975 წ.
მხატვრული ლიტერატურის
გამოყენებას გეოგრაფიის სწავლების პროცესში
დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ხელს უწყობს
მოსწავლეთა ყურადღების გამახვილებას,
საგნის სწავლების წარმატებას და მოსწავლეთა
ესთეტიკურ აღზრდას . ამ მხრივ განსაკუთრებით
დიდი მნიშვნბელობა აქვს ,,ვეფხისტყაოსანს’’
გეოგრაფია შეისწავლის ცის ერთ-ერთი სხეულის --- დედამიწის
მოძრაობას , ბუნებას, ქვეყნებს, მათ მოსახლეობასა და მეურნეობას, მოკლედ ეხება მზეს, მთვარეს, პლანეტებს და დედამიზის კავშირს სხვა ციურ სხეულებთან.
,, ვეფხისტყაოსანში“ დასახელებულია სამი კონტინენტი -- ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნები , ქალაქები,
ძვირფასი მინერალები, ცხოველთა , მცენარეთა მრავალი სახეობა, მდინარეები პლანეტები
, გაშუქებულია ჰელიოცენტრიზმის საკითხები
, სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულება , სამშობლოს სიყვარული . ამგვარი საკითხების განხილვას გეოგრაფიის გაკვეთილზე უაღრესად დიდი მნშვნელობა აქვს თვით საგნის სწავლების წარმატებისა და პოემის სწავლებისათვის.
ფიზიკური გეოგრაფია
ფიზიკური გეოგრაფიის შესავალი თემის ,, რას შეისწავლის ფიზიკური გეოგრაფია „-- სწავლებისას მოსწავლეებს
ვუხნი, რომ ფიზიკური გეოგრაფია შეისწავლის
დედამიწას და მისი ბუნების მრავალფეროვნებას-- მთებს , ვაკეებს, ტბებს, ზღვებს, მდინარეებს,
მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს , ქარებს,
ჰავას მყანვარებს, მიწისძვრებს ვულკანებს და სხვა . ამასთან დაკავშირებით მოსწავლეებს განვუმარტე, რომ ,,ვეფხისტყაოსნის“ პირველი სტროფის
მესამე სტრიქონში ლაპარაკია დედამიწის ბუნების
მრავალფეროვნებაზე; შოთა ამბობს:
,,ჩვენ,.... ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა „
ე.ი. ჩვენ -- ადამიანებს გვაქვს ქვეყანა -- დედამიწა,
სამყაროს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი , თავისი მრავალფეროვანი ბუნებით.
მართლაც უთვალავი სხვადასხვანაირი ცხოველი, მცენარე,
მთა, ტბა, მდინარე და სხვა რამ არის დედამიწაზე.
თემა -- ,,გეგმიდან რუკამდე “ სახელმძღვანელოში ვკითხულობთ:
,, რუკა კაცობრიობის უდიდესი გამოგონებაა. გეოგრაფიული რუკა არის დედამიწის ზედაპირის შემცირებული გამოსახულება
სიბრტყეზე , შესრულებული პირობითი ნიშნებით გეოგრაფიულ რუკაზე გამოსახულია მთელი სახელმწიფოები
, ზოგჯერ რამდენიმე სახელმწიფო ერთად , ზოგჯერ კი მთელი დედამიწა. „
ამასთან დაკავშირებით მოსწავლეებს მოვაგონე ის ადგილი
,, ვეფხისტყაოსნიდან ,“ სადაც რუკაა ნახსენები :
,,მოგნახეს
, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია,
ვერ ნახეს შენი
მნახავი ვერცა ყმა ვერცა ბერია“ [სტრ. 286]
ე.ი.შენს ძებნაში იმდენი ქვეყანა მოიარეს , მათი მარშრუტი
რომ აგვეწერა მთელი რუკა გამოვიდოდაო .
რუსთაველის ამ სიტყვებს ვიყენებ 7- კლასში
თემის- ,, რუკები და მათი გამოყენება „-- შესწავლასთან დაკავშირებითაც.
ქარები
ქარების შესწავლისას
, როცა ვესაუბრე იმაზე, რომ ქარს ზოგჯერ დიდი ზიანი მოაქვს, ,, ვეფხისტყაოსნიდან „
მოვიყვანე ეს ადგილი :
,, ქარი, ველთა
მონაქროლი, ლალის- ფერსა ვარდსა ზრვიდა,“ [სტრ.850]
იქ, სადაც ლაპარაკი მექნება ჩრდილოეთის ცივ ქარებზე,
მოსწავლეებს ვეუბნები , რომ ასეთ ქარს რუსთაველი ,, ბორიოს“ უწოდებს, რაც 1442-ე სტროფის
მეოთხე სტიქონშია მოცემული
,, და ნარგისთათ
იძრვის ბორიო, ვარდსა ძრავს იანვარია“
თემა ,, ატმოსფეროს ცნება“
სახელმძღვანელოში ნათქვამია : ,,მთვარეზე ატმოსფერო არ არის , რადგან დღისით
.... მისი ზედაპირი 120 გრადუსამდე ხურდება
, ხოლო ღამით 160 გრადუსამდე ცივდება“ ამასთან დაკავშირებით მოსწავლეებს ავუხსენი
-- მთვარე რომ ანათებს , ეს მზის საშუალებით ხდება , მისი სინათლე არის მთვარეზე დაცემული
მზის სხივების ანარეკლი.
აქვე აღვნიშნე,
რომ მთვარე ხშირად დღისითაც ჩანს, მაგრამ მზის სინათლე იმდენად დიდია მთვარიდან არეკვლილ შუქზე, რომ მთვარის შუქი არ
ჩანს. ვარსკვლავებიც არის დღისით, ისე როგორც ღამით , მაგრამ დღის სინათლის სიძლიერის გამო არ ჩანან.
რუსთაველი ამის შესახებ ამბობს 977-ე სტროფში.
,, მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან,
და დღისით ვერ
ნათობს სანთელი და ღამით შუქნი კრთებიან “.
ე.ი. დღისით,
როცა მზეა , ვარსკვლავებიც ისევე არ ჩანან როგორც სანთლის სინათლეო.
მთვარე ღამით ანათებს მაშინ, როცა ცა მოწმენდილი და
უღრუბლოა ,ამ აზრს რუსთაველი აშუქებს 278-ე სტროფში:
,,ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად“
თემა ,,ამინდი და მისი წინასწარმეტყველება"
მოსწავლეებს ჯერ სახელმძღვანელოს მიხედვით ვესაუბრე იმის შესახებ
, რომ ამინდი არის ატმოსფეროს ქვედა ფენის მდგომარეობა მოცემულ დროში
, იგი ძლიერ ცვალებადია დღისით შეიზლება მზიანი ამინდი იყოს ,შუადღისას წვიმა მოვიდეს
. საღამოს ქარმა ქარმა იქროლოს . დედამიწის სხვადასხვა მხარეში
ერთსა და იმავე დროს ქარისც არის , ბუქიც, წვიმაც , ყინვაც , ქუხილიც, ღრუბლიანი
ამინდიც და ა. შ. ამასთან დაკავშირებით მოსწავლეებს
ვუთხარი, რომ ამინდის სხვადასხვა მდგომარეობას --ბუქს, ქარს თუ სხვას ხშირად
აღწერს რუსთველი. აი ერთი მაგალითიც:
,, აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლითა ცვარითა“. [სტრ.1316]
თემა ,,წელიწადის
დროები“ ---შესწავლისას მოსწავლეებს ვუთხარი,
რომ წელიწადსი არის ოთხი დრო და 12 თვე, ამავე
დროს ,,ვეფხისტყაოსნიდან „ მოვიყვანე
ის ადგილი , სადაც შოთა ახსენებს წელს და
12 თვეს
,,რომე დავყავ
წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა“ [სტრ.580]
სახელმძღვანელოში ნათქვამია :,,დედამიწა თავის გზას
გადის მზის გარშემო ორბიტაზე 365 დღისა და
6 საათის განმავლობაში.მზის ირგვლივ დედამიზის შემობრუნების დროს წელიწადი ეწოდება
, რომ უფრო მოხერხებული იყოს , წელიწადში ანგარიშობენ
365 დრეს , ხოლო ოთხი წლის შემდეგ , როდესაც
6 -6 საათიდან დაგროვდება 24საათი , წელიწადი
იქნება უკვე არა 365 , არამედ 366 დღე. ასეთ წელს ნაკიან წელს უწოდებენ , და
თუ, ჩვეულებრივ თებერვალში 28 დღეა, ნაკიან წელიწადში 29 დღეა“ ამასთან დაკავშირებით მოსწავლეებს ვუთხარი , რომ ნაკიან წელზე შოთა რუსთაველი
ლაპარაკობს 797-ე სტროფში:
,,გვედრებ,
მეფეო, შერმანდინს, მონასა ჩემსა რჩეულსა,
ნაკად აქვს
ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა“
ძველად ნაკს უწოდებდნენ ზედმეტ დღეს თებერვალში . ნაკად
აქვს იტყოდნენ , ე.ი. ზედმეტად აქვს თებერვალს ერთი დღე წელსაო, რაც ყოველ მეოთხე წელზე მოდის.
აქ დასახელებული თემის შესწავლასთან დაკავშირებით მოვაწყვეთ
ექსკურსია მთაწმინდის პლანეტარიუმში . აქ მომუშავე ლექტორის მიხეილ გოგუაძის დახმარებით
მოსწავლეებს ვესაუბრე მზის ირგვლივ დედამიწის
მოძრაობაზე , შევჩერდი სამყაროს საკითხებზეც.
წინათ დედამიწა
ბრტყელი ეგონათ და ცა ზედ გადაფარებული , დედამიწა უძრავად იყო მიჩნეული
, მზე, მთვარე და სხვა პლანეტები კი მოძრავად. 16 საუკუნეში დიდმა პოლონელმა მეცნიერმა კოპერნიკმა განმარტა , რომ დედამიწა არ
არის ცენტრი , მზე კი არ ამოდის და ჩადის , არამედ მზეა ცენტრი,
რომლის გარშემო მზის მიზიდულობისა და ინერციის
ძალით მოძრაობს დედამიწა და სხვა პლანეტებიო. კოპერნიკის შრომები აკრძალეს, მაგრამ
მისი მოძღვრება განავრცო ჯორდანო ბრუნომ, რისთვისაც 1600 წელს დაწვეს.
საინტერესოა ის, რომ შოთა რუსთაველმა, რომელიც კოპერნიკსა
და ჯორდანო ბრუნოზე გაცილებით ადრე მოღვაწეობდა,
თავის ,,ვეფხისტყაოსანში“ თქვა, რომ მზეა ცენტრი, თავისი ოჯახისა და მისი მიზიდულობის ძალით
მის გარშემო მოძრაობს დედამიწა და სხვა პლანეტებიო.
მზის ოჯახი ეწოდება იმ პლანეტების ერთობლიობას ,
რაც მის მიზიდულობის არეშია გაერთიანებული. მართალია პოეტი პოემაში დედამიწას
არ ასახელებს პირდაპირ, ამბობს მზის გარშემო პლანეტა მერკურის მოძრაობაზე , რომელსაც ოტარიდი ეწოდებოდა , მაგრამ როცა ახსენა
ეს ერთი პლანეტა , რუსთაველმა იცოდა მზის გარშემო სხვა პლანეტების და მით უმეტეს დედამიწის
მოძრაობაზე . მოსწავლეებს ზეპირად ვუთხარი ,, ვეფხისტყაოსნიდან“ 951 -ე სტროფის პირველი და მეორი სტრიქონი, სადაც
მზის გარშემო ოტარიდის , ე.ი. მერკურის
მოძრაობაზეა ლაპარაკი
,,ოტარიდო, შენგან კიდევ არვის მიგავს საქმე სხვასა:
მზე მაბრუნვებს,
არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა“
აქ სიტყვებში --,,მზე მაბრუნვებს“--მზის გარშემო ოტარიდის
--მერკურის ბრუნვაზეა ლაპარაკი, ,,არ გამიშვებს“ --მიზიდულობის ძალაზე, ხოლო სიტყვებში -- ,,შემიყრის და მიმცემს წვასა
„ ნაგულისხმევია ის, რომ მზე ათბობს თავის
ოჯახს, მით უმეტეს ოტარიდს --- მერკურს, რომელიც
ახლოს არის მზესთან --58 მილიონ კილომეტრზე
და მის ზედაპირზე სითბო 800 გრადუსს აღწევს.
ციური სხეულების მოძრაობაზე ლაპარაკობს შოთა 927-ე და 1339-ე სტროფების მე-4 სტრიქონებში.
,, და არ ვიცი
ღმერთი მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი“[927]
,, და ვინ ღირს-ა
, თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა“[1339]
ჰელიოცენტრიზმზე მიუთითებს მთვარის შევსება და დაპატარავება , რასაც პოეტი
952-ე სტროფში აღწერს .
,, მო, მთვარეო,
შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები,
მზე გამავსებს,
მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხლდები, ზოგჯერ ვწვლდები“
მთვარე დედამიწის თანამგზავრია და როცა პოეტი ლაპარაკობს
მის გავსებასა და გალევაზე, რაც მზის გარშემო დედამიწის ბრუნვაზეა დამოკიდებული , ჩვენი
პლანეტის მოძრაობა თავისთავად იგულისხმება , მთვარის გავსება და დაპატარავება მზის
სინათლეზეა დამოკიდებული. როცა მთვარეზე დედამიწის ჩრდილი არ არის და მზე მთლიანად
აშუქებს მთვარეს ,მაშინ მთვარე მთლიანად ჩანს და კარგად ანათებს :მისი დაპატარავება
ან შევსება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფინება დედამიწის ჩრდილი მთვარეს , მის
ნახევარს, მესამედს ან პატარა ნაწილს . ზოგჯერ მთვარე პატარა რკალის მსგავსია , რაც იმას ნიშნავს, რომ
მის დანარჩენ ნაწილზე დედამიწის ჩრდილია .
მზის გარშემო ბრუნავს მისი ოჯახის ყველა პლანეტა , მზე
უძლიერესია ამ ოჯახში და ყველა პლანეტა ემორჩილება მას-- ეს აზრი შესანიშნავად არის
მოცემული 134-ე და 826-ე სტროფებში . ტარიელის საძებნელად მიმავალი ავთანდილი მზეს
მიმართავს:
,,... აჰა, მზეო რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა,
მით გმორჩილობს
, ზეციური მნათობია რაცა სადა“[სტრ.134]
ტარიელის საძებნელად მეორედ რომ მიდის ავთანდილი , კვლავ
ნზეს ეუბნება :
,,იტყვის :
,,ჰე მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
ერთ-არსებისა
ერთისა , მის უჟამოსა ჟამისად,
ვის გმორჩილობენ
ციერნი ერთის იოტის წამისად“[სტრ.826]
ე.ი. ერთი წამითაც არ შეიძლება შენ მოგშორდეს ციური
სხეულებიო. 946-ე სტროფში რუსთაველი პირდაპირ ამბობს , რომ მზე უძლიერესია . ფრიდონთან მიმავალი ავთანდილი მზეს ეთათბირება:
,, მიმავალი
ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა:
,,აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა, მძლეთა მძლესა.“
ჰელიოცენტრიზმზე მიუთითებს ისიც , რომ პოემაში ლაპარაკია
პლანეტის მოძრაობაზე მზის გარშემო , ხოლო არსად
არ არის ნათქვამი , რომ დედამიწის ან რომელიმე პლანეტის გარშემო მზე მოძრაობდეს, ისე
როგორც წინათ ამბობდნენ , მზე უვლის დედამიწას--
ამოდის და ჩადისო.
მოსწავლეებს ვუთხარი , რომ ,,ვეფხისტყაოსანში“ ჰელიოცენტრიზმის
საკითხს შეეხო დოცენტი დიმიტრი ჭანტურიშვილი წერილში ,,ჰელიოცენტრიზმის ნიშნები „ ,, ვეფხისტყაოსანში“ , რაც 1955 წლის 7 დეკემბერს
დაიბეჭდა გაზეთ ,,სახალხო განათლებაში“ . ამ წერილის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს გ. მელიქიშვილი წიგნში ,,საოცრებანი ჩვენს ირგვლივ“ და რევაზ
თვარაძე შრომაში- ,, ლიტერატურული წერილები“
მთელ რიგ სხვა გეოგრაფიულ საკითხებთან ერთად [ვეფხისტყაოსანში] ჰელიოცენტრიზმს მეც შევეხე წერილში ,,ვეფხისტყაოსანი“გეოგრაფიის
გაკვეთილებზე რაც 1965 წლის 1 დეკემბერს დაიბეჭდა გაზეთ
,,სახალხო განათლებაში „
შემდეგ განვმარტე , რომ მზის სისტემაში შედის 9 პლანეტა--მერკური, ვენერა,
დედამიწა , მარსი ,იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი რომელიც მზისგან ყველაზე
შორს არის-6 მილიარდ კილომეტრზე. მაშასადამე, მზის ოჯახის რადიუსი ,ე.ი.მანძილი რომელზეც
მზის მიზიდულობის ძალა ვრცელდება , მისი სიგრძე -სიგანე 12 მილიარდი კილომეტრია და
სხივი ,რომლის სიჩქარე წამში 300.000 კმ-ია, ერთი კიდიდან მეორე კიდემდე 11 სათის განმავლობაში მივა .
ჩვენი გალაქტიკა რომელსაც, მზის ოჯახიც ეკუთვნის,
120 მილიარდი ვარსკვლავისაგან შედგება და განი იმხელაა, რომ სხივი ერთი კიდიდან მეორე
კიდემდე მივა 100.000 წელიწადში. უახლოეს გალაქტიკამდე მისასვლელად სხივს 2 მილიონი
წელი სჭირდება , უშორეს გალაქტიკასთან კი რამდენიმე მილიარდი წელი . დღეს ადამიანის
თვალი შეიარაღებული თვალით იხედება ისეთ მანძილზე , რასაც სხივი 4-6 მილიარდი წლის
განმავლობაში გაივლის და ამ არეში მრავალი
ათასი მზე მდებარეობს თავისი ოჯახებით. მზის გარშემო დედამიწის გზა 940 მლნ. კილომეტრია
, სიდიდთ მას მზე 333.000-ჯერ აღემატება . აქედან გამომდინარე გასაგებია ,თუ რა პატარაა
ჩვენი დედამიწა და მისი გზა მზის გარშემო.
მზის სიდიდეზე რუსთაველი ლაპარაკობს 1397-ე სტროფში , სადაც ტარიელს ათქმევინებს , რომ როგორც
მზე დიდი მნათობებთან შედარებით , ასევე ვარ მეც მტრებთან ბრძოლაშიო:
,,მაგრა ტარიას
შებმანი არვისგან მოსანდომნია;
მზე მნათობთაცა
დაჰფარავს .არცაღა ნათლად ხომნია“ [სტრ 1397]
953-ე რუსთაველი ერთად ასახელებს მზეს, მთვარესდა ხუთ პლანეტას -მერკურს, ვენერას
იუპიტერს სატურნს და მარსსამ პლანეტებს
შოთას დროს სხვა სახელები ერქვა. როგორც აკადემიკოსი აკაკი შანიძე ლექსიკონში განმარტავს,
მერკურსს ეძახდნენ ოტარიდს, იუპიტერს-მუშთარს, სატურნს--ზუალს, ვენერას--ასპირნოზს
და მარსს--მარიხს. მზისა და მთვარის სახელი არ შეცვლილა .
,,აჰა, მმოწმობენ
ვარსკვლავნი ,შვიდნივე მემოწმებიან :
მზე, ოტარიდი,
მუშთრი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან,
მთვარე, ასპიროზ,
მარიხიმოვლენ და მოწმად მყვებიან“
რუსთაველი, ჩამოთვლის რა ამ პლანეტებს,ლაპარაკობს მათ
ურთიერთკავშირზე.
პლანეტარიუმში მომუშავე ლექტორის ---მიხეილ გოგუაძის
დახმარებითმოსწავლეებს ვაჩვენე ეს პლანეტები . მოსწავლეთა ყურადღება შევაჩერე მარსზეანუ
მარიხზე, რომელსაც წითელი ფერი აქვს. ამ პლანეტის შესახებ შოთა ამბობს:
,,მოდი, მარიხო,
უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა ,
შე -ცა მღებე
და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა“ [სტრ. 949}
შემდეგ მოსწავლეებს პლანეტარიუმის ცაზე ვაჩვენე პლანეტა
სატურნი,რომელსაც დიდი შავი რგოლი აკრავს გარშემო . როგორც ვიცით, ეს პლანეტა ,, ვეფხისტყაოსანში“
,, ზუალის“ სახელითაა ცნობილი.შოთა ამ პლანეტის
შესახებ ამბობს:
,,მო ,ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა
, ჭირი ჭირსა,
გული შავად
შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა „ [სტრ.947]
1401-ე სტროფის მეორე სტრიქონში შოთა რუსთაველი სატურნსს
კრონოსს უწოდებს .
,,კრონოს, წყრომით
შემსედველმან ,მოიშორა სიტკბო მზისა“.
პლანეტარიუმში მოსწავლეებს ვუთხარი ისიც, რომ ჩვენ აქ
ვხედავთ ცას, მოჭედილს ვარსკვლავებით; ასეა მოწმენდილ ღამესაც ,ცა მრგვალი გვეჩვენება
. ცის სიმრგვალეზე რუსთაველიც ლაპარაკობს:
,,და მითხრა ,,ღმერთმან სიმრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა
[სტრ.652]
,,მათვე რისხვით
გარდუბრუნდაბორბალი და სიმრგვლე ცისა’’ [სტრ.14014]
შემდეგ ავუხსენი მოსწავლეებს , რომ ცა არ არსებობს,
რადგან სამყარო უსასრულოა , მაგრამ ჩვენ იმის იქით ვერ ვიხედებითდა ცაზე წარმოდგენით ვლაპარაკობთ.
საიდან იცოდა შოთა რუსთაველმა ჰელიოცენტრიზმი.
მზის მიზიდულობის ძალა და პლანეტების მოძრაობის საკითხი
რამდენადაც არსებობს გადმოცემა , რომ შოთა რუსთაველმა სწავლა - განათლება საბერძნეთში
სრულყო, ადვილი შესაძლებელია ამ ბრძენ პოეტს წაკითხული ჰქონდა ბერძენი მეცნიერის არისტარქე სამოსელის შრომები
, რომელმაც ივარაუდა ,რომ გეოცენტრული გაგება
არ იყო სწორი , ცენტრია არა დედამიწა , არამედ
მზე, რომლის გარშემო ბრუნავს დედამიწა
და სხვა პლანეტებიო: მაგრამ საკითხი , საიდან იცოდა რუსთაველმა
პლანეტების თვისებები , ჯერ არ არის გარკვეული.
საქართველო ერთ-ერთი უძველესი კულტურის ქვეყანაა; მან
11- 12 საუკუნეებში განვითარების ზენიტზს მიაღწია
, შემდგომ საუკუნეებში, მტრების შემოსევის შედეგად ბევრი კულტურული ქმნილება განადგურდა
, მათ შორის ,, ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ნუსხებიც. ამდენად შესაძლებელია ვივარაუდოთ
ისიც, რომ ქართველმა ხალხმა პლანეტის თვისებები, ჰელიოცენტრიზმი, მზის მიზიდულობა და
მის გარშემო პლანეტის მოძრაობა იცოდა სათანადო ლიტერატურიდან , რომელიცომების შედეგად
განადგურდა. მოსწავლეებს გავაცანი ადგილი გამოჩენილი ქარტველი ასტრონომის, აკადემიკოსევგენი
ხარაძის წიგნიდან ,, საუბარი ასტრონომიაზე“, სადაც იგი წერს: ,,... საქართველოში
--- ვარსკვლავთმრიცხველობა ხშირად ყოფილა ცოდნის
მოწინავე დარგი , ქვეყნის საერთო ეკონომიკური და სულიერი ძლიერების ამსახველი
. დავით აღმაშენებელს , თვითონ განსწავლულს ცის მოვლენებზე დაკვირვებაში , იმ დროის
კვალობაზე მოწინავე ობსერვატორია ჰქონია გამართული.
დიდი შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანში“ რარიგ ხშირად
გვხვდება ასტრონომიული პოეტური მეტაფორები, მნათობების თვისებებთან პოემის გმირების ღირსებათა და მშვენებათა შედარება
.
საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში , როგორც ეროვნული საუნჯე დაცულია
მეცხრე და მომდევნო საუკუნეების ქართული ასტრონომიული თხზულებათა ხელნაწერები , ისინი
მოწმობენ , რომ ასტრონომიული ცოდნა , სამყაროს მოვლენებზე მოწინავე შეხედულებები ფართოდ
ვრცელდებოდა ჩვენს ხალხში [ ევგენი ხარაძე , ,,საუბარი ასტრონომიაზე“ გამომც. ,,ნაკადული“
თბ. 1971წ. ] პლანეტარიუმში ამ გაკვეთილის
ჩატარებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში
.
ამის შემდეგ
შევეხებით თემას ,, ბუნების ელემენტების ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება
„ თუ როგორაა წარმოდგენილი ,,ვეფხისტყაოსანში"
Комментариев нет:
Отправить комментарий